ბოლო ამბები
12/07/2025

უკვე აშკარა და თვალსაჩინოა პროცესები, რაც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარეობს – მაია ნიკოლეიშვილი

გაზიარება

“უკვე აშკარა და თვალსაჩინოა პროცესები, რაც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარეობს

ახალი საკადრო ცვლილებები,

საკანონმდებლო ცვლილებები,

ძალოვანების სერიოზული ანტინარკოტიკული აქტივობა,

ერის ყველაზე ახალგაზრდა ნაწილის დამანგრეველი, სააფთიაქო ნარკომანიის და ფსიქოტროპების წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ცვლილებები, და კონტროლის გამკაცრება,

ჩანაცვლებითი თერაპიის, მეთადონის და სუბოქსონის შეძენის სახელმწიფოს ხელში გადასვლა და კონტროლის გამკაცრება,

საპარლამენტო კომისიის მუშაობა და უმძიმესი ისტორიები, რომელიც მეც კი მაკვირვებს, თავისი სისასტიკით, სისტემური დანაშაულის დოკუმენტირება,

სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანების, მტრის მსახურთა სახელდება და მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამომზეურება;

გათავხედებულ მტრის მსახურთა თარეშის აღკვეთა სასამართლოში და ძალოვანების წინააღმდეგ,

აღვირახსნილი ელჩების მავნებლობის სახელდება,

საკანონმდებლო ცვლილებები ცილისწამების წინააღმდეგ.

ჩემი თვალით დანახული, სახეზეა დიდი ხნის ნანატრ-ნალოდინები რეფორმების ახალი, მწყობრი ჯაჭვი, სწორად დალაგებული და დროში გაწერილი.

თუ ეს ასეა, და სასურველს რეალობად არ ვიღებ, მაშინ, ჩვენ სერიოზულ, სახელმწიფოებრივად სასიკეთო ეტაპზე გადავდივართ!

თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ უკვე ნამდვილი, ქართველი რეფორმატორების გუნდი გვყავს!

გზა მშვიდობისა, საქართველოს სასიკეთოდ!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა