კითხვაზე, თუ ვის მხარეს არის მოსახლეობა, პასუხი გაეცა – დავით ჩიხელიძე

579
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“მოვიდა დრო ოპოზიციამ ქუდი დაიხუროს, ე.წ. „ტაიმაუტი“ აიღოს და სახლში წავიდეს. 14 დეკემბრის შემდეგ კითხვაზე, თუ ვის მხარეს არის მოსახლეობა, პასუხი გაეცა.“- ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 14 დეკემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, “ქართული ოცნების ორგანიზებით გამართულ აქცია-ღონისძიებას.

“არ შეიძლება ერის სახელით ისაუბროს ოპოზიციამ, რომელსაც მხარდამჭერები არ ყავს, მეგობრებო ჯერ საზოგადების ნდობა მოიპოვეთ და ხალხის სახელით შემდეგ ისაუბრეთ. ქუჩის ოპოზიციას არ აქვს უფლება საკუთარი მოთხოვნები საზოგადოების მოთხოვნად გაასაღოს.

ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა შეექმნა ერთგვარი ილუზია, რომ მათი და მმართველი გუნდის რეიტინგი მეტნაკლებად თანაბარი იყო, მაგრამ გუშინ ყველამ დავინახეთ თუ როგორი დისბალანსია ოპოზიციას და პოზიციას შორის, ქართველმა ხალხმა ოპოზიცია გააქრო!

რუსთველის გამზირს და თავისუფლების მოედანს არაერთი აქცია ახსოვს, მაგრამ 14 დეკემბერი ახალი ფურცელი იყო საქართველოს ისტორიაში, რადგან პირველად მოხდა, რომ მინიმუმ 130 ათასი ადამიანი, შეკრიბა არა ვინმეს/რამის სიძულვილმა, არამედ შეკრიბა სიყვარულმა, ქვეყნის სიყვარულმა გამოიყვანა ათიათასობით ადამიანი და მეამაყება რომ მეც ამ ღირსეული ქვეყნის შვილი ვარ. ყვექყნის სადაც კეთილი მუდამ ძლევს ბოროტს.

ყველამ ერთად ვნახეთ, რომ მოსახლეობის დაკვეთა არის სვლა ევროპისკენ, აღნიშნულ დაკვეთას კი მმართველი გუნდი პირნათლად ასრულებს, სწორედ ამიტომ ოპოზიციის დესტრუქციული, ქმედებებე, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ კრახისთვის არის განწირული”- აცხადებს დავიღ ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?