30 000 – მდე იყავით კი, ნამდვილად, გული არ გაიტეხოთ – ნინო ჯანგირაშვილი ქართული ოცნების აქციის შესახებ

698
წაკითხვა/ნახვა

ნინო ჯანგირაშვილი ეხმიანება 14 დეკემბერს, ქაერთული ოცნების ორგანიზებით გამართულ აქცია-ღონისძიებას.

“სულ რომ მართლა 100 000 ყოფილიყვნენ მაგით არაფერი მოემატებოდათ, მაგრამ მაინც,სჯობს დავაზუსტოთ ისტორისთვის: ეს არის ფოტო ზუსტად ივანიშვილის გამოსვლის დროს ამოჭრილი იმ ვიდეოდან, რომელიც დევს ქართული ოცნების გვერდზე, მათივე შეკვეთით გადაღებული.

რას იზამ, ყველა რაკურსი არ გამოდის შთამბეჭდავი და ამ რაკურსმა გიმტყუნათ ქოცებო. სცენასთან კი მიუყარეთ ხალხი ბატონ ბიძინის მაგრამ მარჯვენა ფლანგი აღმოგაჩნდათ მეჩხერი. დაჯექით ახლა, დათვალეთ კარგად, სათითაოდ, მერე ტვინი რომ არ ბურღოთ. 30 000 მდე იყავით კი, ნამდვილად. გული არ გაიტეხოთ, ეგეც არ არის ცუდი.)”– წერს ნინო ჯანგირაშვილი და პოსტს ურთავს ფოტოს.

თქვენი კომენტარი?