“ოპოზიციური სპექტრი შოკშია” – პოლიტოლოგთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

392
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტოლოგთა ასოციაცია 14 დეკემბერს, ქართული ოცნების ორგანიზებით გამართულ აქცია-ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს 14-დეკემბერს გამართულ ღონისძიებას გამოვეხმაუროთ, რომელიც მრავალ პოლიტიკურ გზავნილთაგან ერთ-ერთ უმთავრეს გზავნილს ატარებდა, რომ საზოგადოება ერთიანია მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის გარშემო, ასევე თამამად შეიძლება ითქვას რომ “ქართულმა ოცნებამ” ამ ნაბიჯით პასუხი გასცა ბოლოდროინდელ, მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა მისი სატელიტებისგან იმართება, რომ თითქოსდა ის დასუსტებულია და ამომრჩეველი არ ჰყავს.

ერთი სიტყვით, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ვიხილეთ საკმაოდ ძლიერი ძალა და ამ ძალას წარმოადგენს საზოგადოება, რომელიც14 დეკემბერს  იყო წარმოდგენილი. ასევე თავად ფაქტი, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გავხდით ეს რიგობით იქნება თუ დამსახურებით, ორივე შემთხვევაში ისტორიული ფაქტია და დადებით აღნიშვნას საჭიროებს.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციური სპექტრი შოკშია და ცდილობს ცილისწამებით და შეურაცხყოფით უპასუხოს საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს. ჩვენ ვურჩევთ საზოგადოების ლანძღვისგან თავი შეკავონ და პატივი სცენ ოპონენტების ნებისმიერი კანონიერი სახით ერთობას. სხვა შემთხვევაში აღნიშნული, მათი პოლიტიკურ კულტურის ნაკლოვანებაზე მიუთითებს.”– ნათქვამია პოლიტოლოგთა ასოციაციის განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE