კლავიატურას შესეული უღირებულებო ტიპები აწკაპუნებენ და აწკაპუნებენ – გოგა აფციაური

200
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი შიდა ქართლში, გოგა აფციაური ეხმიანება ცალკეული ადამიანების მხრიდან, ცხინვალის იზოლატორში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გამოთქმულ კრიტიკას.

“რას გადადიოდა ის ექიმი, ხომ იცოდა რომ დაიჭერდნენო. ხომ იცოდა რომ ოკუპანტთან ვერაფერს გავაწყობდითო. პროვოკატორიაო, როგორ გაბედა ოჯახმა ხელისუფლების კრიტიკაო, მაგის ოჯახიცო.” – 

აი, ასე კლავიატურას შესეული უღირებულებო ტიპები აწკაპუნებენ და აწკაპუნებენ. ეს იცით რომელი ლოგიკიდანაა? ანწუხელიძეს დაედგა ფეხი დროშაზე, თავს რას აკვლევინებდაო, ან შინდისში რას გაჩერდნენ ის ბიჭები და ბრძოლა გაუმართეს ოკუპანტებს, გაქცეულიყვნენო, ან წარსულში ის არაგველები და ძმები ხერხეულიძეები რას გარბოდნენ ბრძოლის ველზე , ხომ იცოდნენ რომ დაიხოცებოდნენო, ან ის მღვდელი თევდორე თავს რატომ აკუწინებდა ესწავლებინა გზა და ცოცხალი დარჩებოდაო….. და ასე ბევრის ჩამოთვლა შეიძლება.

და ესენი ვინც ჩამოვთვალე მათი ლოგიკით პროვოკატორები იყვნენ , აბა ოკუპანტთან წინააღმდეგობას რომ სწევ , ხომ იცი რა დაგემართება და ქვეყანასაც ხომ საფრთხეში აგდებო. და რომ არა ეს “პროვოკატორები” ვიქნებოდით საერთოდ? …. ასე მგონია კოლაბორაციონისტების ზეობის ხანაში ვართ. დანარჩენი გააგრძელე საქართველოს ისტორია, სადაც სირცხვილის ფურცლებიც მრავლადაა..’– წერს გოგა აფციაური.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE