
ბოლო რამდენიმე კვირაა ახალგაზრდების დაჯგუფება, რომლის სახელიც “2030-იანელებია”, ბიძინა ივანიშვილის და ზოგადად პარტია “ქართული ოცნების” სახელის დისკრედიტაციას ეწევა.
“მე კი ვარ 20 30-იანელი, მაგრამ ესენი ვინ არიან, არ ვიცი. ჩვენს 20 30 – თან მათ არაფერი აკავშირებთ. ან ეს სახელი როგორ და რატომ დაირქვეს არ ვიცი. მეგონა ამ ახალგაზრდებს, რომლებიც პირველად ვნახე, მართლა რაღაც აინტერესებდა და ბოროტი ხუმრობის ობიექტი აღმოვჩნდი….რაც მთავარია, უკვე ნაცების ეს პატარა ნაწილი „ბიძინა, ბიძინას“ ძახილით დადის ქუჩაში, თუმცა ეს დასაწყისია, დასასრულიც მალე იქნება”- წერს ენძელა მაჭავარიანი და თან ურთავს ვიდეოს ინტერვიუდან, რომელიც 14 დეკემბრის აქციის შემდეგ ამ ახალგაზრდებმა მასთან ჩაწერეს. სწორედ ამ დაჯგუფების მიერ ვრცელდება დეზინფორმაციები, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დასაკრძალად ხელმოწერები გროვდება, ასევე სპეციალური პრესკონფერენციაც გამართეს და მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც თქვეს, რომ 14 დეკემბრის აქცია გადაიდო და ბიძინა ივანიშვილს არ სურდა ამ ღონისძიების გამართვა.
https://www.facebook.com/108312753988092/videos/2211690479125063/
სააკაშვილი მზად არის საქართველოსთვის სიცოცხლეც კი გაწიროს – (ვიდეო)