პატრიარქმა მსოფლიო ჩემპიონი ლევან საგინაშვილი დალოცა

574
წაკითხვა/ნახვა

14 დეკემბერს მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ლევან საგინაშვილი, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა მკლავჭიდელმა ყველაზე პრესტიჟული – მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირი მოიგო, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

მისმა უწმინდესობამ ლევან საგინაშვილს გამარჯვება მიულოცა, დიდი სიყვარულით დალოცა და მასაც და მის თანმხლებთაც შემდგომი წარმატებები უსურვა.

თქვენი კომენტარი?