ქართველი ჟურნალისტის ქველმოქმედება

894
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

13 დეკემბერს, თბილისში, ბავშვთა გაასართობ ცენტრ “მინიონებში” გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება , რომელიც ზოგადი საჭიროების მქონე ბავშვებს მიეძღვნა.  როგორც ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა  ნინო შალამბერიძემ “multimedia.ge-ს განუცხადა, ბავშვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ და საახალწო საჩუქრები გადასცეს, ასევე მათთვის მოეწყო გასართობი შოუ-პროგრამა.

“ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ, დიდი მადლობა ყველა იმ კომპანიას, რომელიც დაგვეხმარა ამ ღონისძიების ორგანიზებაში და ბავშვების თუნდაც რამდენიმე საათით გაბედნიერებაში, მათთან ერთად მეც გული მაქვს სავსე სიხარულით და უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს სამომავლოდ, რომ კვლავ ვაკეთო სიკეთე, რადგან ვიცი, ბევრ ადამიანს გავუხალისებ ცხოვრებას”. დაგეგმილი იყო რუსი მსახიობის, იულია გალკინას ჩამოსვლაც და მასაც სურდა საკუთარი წვლილის შეტანა, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო და იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქე, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო ტყვეობაში იმყოფება, ამიტომ თავი შევიკავეთ მისი ჩამოყვანისგან, რათა ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო – განაცხადა ნინო შალამბერიძემ.

თქვენი კომენტარი?