15 წლის მოზარდის გული სამუდამოდ გაჩერდა, ეს უნდა შეიცვალოს – მამუკა ხაზარაძე

347
წაკითხვა/ნახვა

ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი შვილი შეიწირა სისტემამ, რომელიც იმის ნაცვლად,
რომ იცავდეს ადამიანს, თავადაა მკვლელი, – ასე ეხმაურება ,,ლელოს’’ ლიდერი,
მამუკა ხაზარაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.

,,გუშინ საღამოს 15 წლის მოზარდის გული სამუდამოდ გაჩერდა. ჩვენი ქვეყნის
კიდევ ერთი შვილი შეიწირა სისტემამ, რომელიც იმის ნაცვლად რომ იცავდეს
ადამიანს, თავადაა ძალადობრივი და მკვლელი. ეს უნდა დასრულდეს! ეს უნდა
შეიცვალოს! ვუსამძიმრებ ლუკა სირაძის ოჯახს და სრულიად საქართველოს ამ
ტრაგედიას!’’ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თქვენი კომენტარი?