კახა კალაძის სამძიმარი და განცხადებას 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

315
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, შესავალ სიტყვაში 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 “მინდა, მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს. ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ მინდა ყველამ გავიხსენოთ როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო დიდი გამოწვევა და ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი.”– განაცხადა კახა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?