მსახიობ ბესო ზანგურის სახელით, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა

583
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რამდენიმე ონლაინ გამოცემამ მსახიობ ბესო ზანგურის სახელით გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც თითქოს ის ვაჟა გაფრინდაშვილს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც დეზინფორმაცია აღმოჩნდა და ამის შესახებ განცხადება თავად ბესო ზანგურმა გააკეთა.

” მიმდინარეობს მიზან მიმართული შტურმი ჩემსა და ცნობად სახეებზე ,რაც გამოიხატება მავნებელი ნაციონალური მოძრაობის ტროლებისგან აქაოდა “ვაჟა ექიმი”აღელვებთ.

ვწერ საბოლოოდ და გამართული ენით, რომ მაქვს ერთი სული მალე დაბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვთვლი ყველანაირ კანონდარღვევად მის დაკავებას. ჩემთვის ამორალურია მხოლოდ შავბნელი პოლიტიკური ძალების მიერ ქვეყანაში ამინდის არევა!

მე ვიყავი შინდისის გმირების საფლავზე და იქ არავინ მინახიხართ, თქვენ არც ვაჟა გაფრინდაშვილის კარგად ყოფნა გსურთ და არც ეროვნული სურვილები გამოძრავებთ.თქვენი მიზანია დესტრუქცია,საზოგადოების გახლეჩა, არანორმალური სამოქალაქო არეულობა, პოლიციის ცემა, პარლამენტის მოწამვლა და ტროლებით ადამიანების ბულინგი რაც დღეს განხორციელდა ჩემ წინააღმდეგ.

მე ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ თქვენ ხართ შემაფერხებელი ერთადერთი ძალა იმ ადამიანის თავისუფლების, რომელსაც გმირს ეძახით, თქვენ სიცოცხლეშიც ტროლებად დარჩებით.მართლაც თქვენთვის ისროლა ავრორამ, რომ ასეთ დემოკრატიული და ლმობიერი მთავრობის ხელში ვართ! არ მესროლოთ ილია ვარ,  წუპაკო მამაძაღლებო. სულ ესაა.”– წერს ბესო ზანგური.

თქვენი კომენტარი?