დავით ქაცარავას ბრალი წაუყენეს

569
წაკითხვა/ნახვა

დავით ქაცავარავს, 2019 წლის 5 აგვისტოს, სოფელ ბობნევში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

ალბათ გახსოვთ, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, სოფელ ბობნევში ხელისუფლების მოგზავნილი ტიტუშკების თავდასხმა მოეწყო ჩემზე.  მას შემდეგ გავიდა 5 თვე.
გუშინ დამირეკეს გორის პოლიციიდან და დამიბარეს “საგამოძიებო მოქმედებაზე” იგივე ამოცნობაზე.

რა თქმა უნდა დღეს ჩავედი ამ პროცედურაზე. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ჩემთვის მოულოდნელად მაცნობეს, რომ უნდა წარმიდგინონ ბრალი 126/1. ტკენიათ ტიტუშკებს რაღაც. მოკლედ, ბრალი წარმიდგინეს, მე ბუნებრივია ბრალს არ ვაღიარებ, ჩემზე 2019წლის 20 აგვისტოს განხორციელდა თავდასხმა, მე კი თავს ვიცავდი. ველოდებით სპექტაკლის გაგრძელებას.
16.41ч. Гори, Грузинская ССР.”- წერს დავით ქაცარავა.

თქვენი კომენტარი?