ვის დაუჭერს მხარს გიორგი მარგველაშვილი?

284
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ვის დაუჭერს მხარს პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურში ? – გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს ვინმეს, თუნდაც ირიბი პროპაგანდის მიზნით რაიმე ტიპის მინიშნება გააკეთოს და ამბობს, რომ ის ბიულეტენს აუცილებლად გამოიყენებს, თუმცა ვის სასარგებლოდ,  არ აკონკრეტებს.

“ჩემი პოლიტიკური არჩევანი არის ის, რომ მე ეს ბიულეტენი გამოვიყენო. არ ვაპირებ რომელიმე მხარის აგიტაციო ვაწარმოო, მე ჩემ ბიულეტენს გამოვიყენებ და ყველას, ვისაც ჩემი სჯერა და სჯერა იმ ღირებულებების, რის გამოც მე ვიდექი თქვენთან ერთად პრეზიდენტობამდე და პრეზიდენტობის განმავლობაშიც, მოგიწოდებთ რომ აუცილებლად მიხვიდეთ არჩევნებზე და თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ. არ გაიპრანჭოთ, რომ არცერთი არ მოგწონთ, იცოდეთ, რომ ეს ადამიანები თქვენთა უნდა იყვნენ ვალდებულები”- განაცხადა პრეზიდენტმა გადაცემაში “რეაქცია”.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE