ეს რომ არ დავწერო, გული გამისკდება! რაღაც განცდა მაქვს ისეთი, რომ ეს გამომძიებელი ქალი ძალიან გავწირეთ ყველამ – აი, ასე – ავკიდეთ ყველას ცოდვა და საჯიჯგნად მივეცით ამ გაცოფებულ ხალხს!

774
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის შესახებ საუბრობს.

“რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ, ეს რომ არ დავწერო, გული გამისკდება! რაღაც განცდა მაქვს ისეთი, რომ ეს გამომძიებელი ქალი – მარიანა ჩოლოიანი, ძალიან გავწირეთ ყველამ – აი, ასე – ავკიდეთ ყველას ცოდვა და საჯიჯგნად მივეცით ამ გაცოფებულ ხალხს!

 აი ისინი, ვინც ამ ხალხის გაცოფებაზეა პასუხისმგებელი – ყველა! – გარეთ დარბის, ვინც პასუხისმგებელია მთელი ამ მოუნელებელი მანკიერების შექმნაზე, გარეთ დარბიან და ახალ-ახალ მსხვერპლს ითხოვენ საკუთარი პოლიტიკური იმპოტენციის საკვებად, და ეს ერთი ქალი აღმოჩნდა ახლა ყველაფერში დამნაშავე?!- არც მაგისი ძველი საქმეები მაინტერესებს და არც ახალი! – კი ბატონო, აგოს პასუხი კანონის შესაბამისად, მაგრამ არა ამ საკუთარი უძლურებით გაცოფებული ხალხის გამო! – აი, ეს წინასწარი პატიმრობა, რაღაც ძალიან ზედმეტი მგონია!

და კიდევ, იმ სკოლასაც თავი დაანებეთ – დავხუროთ, მვიხუროთ, მოვხუროთ – არა, რა! რაღაც თუ შექმნილა და გაკეთებულა, იმის დახურვა არა! – თუ გადაცდომაა, მოსთხვოეთ გადაცდომის მიხდვით და საერთოდ – მინდა ისეთი სისტემა, რომელიც ასე ადვილად არ გაწირავს ადამიანებს, მათ შორის დამნაშავეებსაც. გადამრია ამ დუჟიანმა სიგიჟემ და დაუნდობლობამ!”– წერს ლელა კურდღელაშვილი.

თქვენი კომენტარი?