შალვა ნათელაშვილმა ალეკო ელისაშვილს შერიგებაზე უარი უთხრა.
“სად იყო და სად არა გამოჩნდა ელისაშვილი, ყველა მთავრობის შპიონი, ყველაფრის მკადრებელი, რომლის ღალატმა, როდესაც წინა პარლამენტში ოპოზიციას შეუძღვა, დიდი ხნით გაამრუდა საქართველოს ისტორია, რის გასწორებასაც ახლა ჩვენთან ერთად მთელი მსოფლიო ცდილობს.
ამჯერად გადაუწყვეტია ლომივით შევარდეს ხაშურის ადგილობრივ არჩევნებში და იხსნას ქვეყანა. მთლად საოცრებაა, რომ თურმე ჩვენ გვპატიობს ცოდვებს და უმანკო ხელს გვიწვდის სათანამშრომლოდ. გიორგი გუგავაზე, რომელიც ქვეყანაში ლამის ერთადერთი ლიდერი პოლიტიკოსია, რომელსაც იდეა არ გაუცვლია და არ ურბენია ალიკასავით პარტიებში, როგორ უნდა გააღოს ბინძური პირი? ასეა ჩასარეცხი ყველა ჩაირეცხება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.”- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება ალეკო ელისაშვილის ინიციატივას, რომელიც მან 26 ივნისს, ტვ პირველის ეთერში გააჟღერა, როდესაც თქვა, რომ ის ხელს უწვდის ყველა იმ ოპოზიციონერს, ვისთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ახლა საჭიროა ერთიანობა.
ელისაშვილმა შერიგება შესთავაზა ლეიბორისტული პარტიის ლიდერებს – შალვა ნათელაშვილსა და გიორგი გუგავას, ასევე მიხეილ სააკაშვილს და ეკა ბესელიას.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს