ბოლო ამბები
13/07/2025

ელენე ხოშტარიამ კვლავ შიმშილობა დაიწყო და ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდა

გაზიარება

ელენე ხოშტარიამ კვლავ შიმშილობა დაიწყო და ხალხს რევოლუციისკენ და ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა.  ამის შესახებ განცხადება მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

“ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე  და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მინდა გამოვაცხადო ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა. ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა, მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, აქედან ფეხს არ მოვიცვლი.

ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ, ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თავისუფლების ფასს, აგერ არის ჩემი სიცოცხლე, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით. რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში დამხობა არის ამათი ერთადერთი გზა”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.

ელენე ხოშტარიამ პირველი შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

სხვა ამბების წაკითხვა