2007 წელს ივანიშვილს თავში რომ გაევლო პოლიტიკაში მოსვლა, მას მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვნიდნენ – ირაკლი ოქრუაშვილი

288
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ქართული ოცნების მხრიდან მის მიმართ ადგილი აქვს უმადურობას. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია “პალიტრა ნიუსი”-ს გადაცემა 360 გრადუსში სტუმრობისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ არა მისი დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილთან, ბიძინა ივანიშვილს მინგეჩაურის წყალსაცავში მეთევზეები იპოვნიდნენ.

“ქართული ოცნების” მხრიდან ადგილი აქვს უმადურობას. 2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, სად იქნებოდა დღეს ივანიშვილი?! სააკაშვილის სასთუმალთან, ისევ ისე კომფორტულად მოწყობილი და მონავარდებული, როგორც მანამდე იყო.

2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი და ივანიშვილს თავში გაევლო პოლიტიკაში მოსვლა ამ ფორმატით, მას უკეთეს შემთხვევაში მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვნიდნენ მეთევზეები.

მე ჩემი წვლილი სააკაშვილის დამარცხებაში და იმაში, რის გამოც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, საკმაოდ მნიშვნელოვნად შევიტანე და ამას ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე. ასე რომ, მე მათთან სამადლობელი არაფერი მაქვს. ივანიშვილმა 6 წლის განმავლობაში 6-ჯერ მაინც მომატყუა პირად საკითხებში, 2-ჯერ გამიყალბა არჩევნები, 2016 წელს, როდესაც დარწმუნდა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ გორში, 2 ტყვია მესროლეს და ამ ყველაფრის გამო ერთი ბოდიში არ უთქვამს არავის”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE