ვართ საფრანგეთში, ვებრძვით სიკვდილს, უმორჩილესად გთხოვთ დაგვაბრუნოთ ჩარტერული რეისით საქართველოში – ყოფილი ჟურნალისტის მიმართვა ხელისუფლებას

3601
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ყოფილი ჟურნალისტი რუსიკო დოლიძე, რომელიც ავადმყოფ მეუღლესთან და შვილთან ერთად იტალიაშია, უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს და დახმარების თხოვნით ხელისუფლებას და პატრიარქს  მიმართავს.

“ეს გზა უკან არ ბრუნდება..? მივმართავ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურსბიშვილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მერს კახი კალაძეს და ყველას ვისაც ჩემი მოსმენა და დახმარება შეუძლია, უმორჩილესად გთხოვთ დაგვაბრუნოთ ჩარტერული რეისით საქართველოში… ვართ საფრანგეთში ქალაქ ნანსში ცენტრალ ჰოსპიტალში ვებრძვით სიკვდილს.

ჩემი მეუღლის ბადრი ფუტკარაძის უკანასკნელი თხოვნაა დაგვაბრუნონ საქართველოში ქართულ მიწაზე და ქართული წყლის დალევა. მახლავს 12 წლის ბავშვი ბასა ფუტკარაძე, რომელიც უნდა გაგიჟდეს ამ მდგომარებით. მე ვარ რუსუდან დოლიძე, ყოფილი ჟურნალისტი და მხოლოდ თქვენი იმედიღა შემრჩა. ჩემი ქმარი ბადრი ფუტკარაძე მუშაობდა ბათუმში შპს “გზა”-ში და აგებდა გზებს…. ეს გზა უკან არ ბრუნდება!!” – წერს რუსუდან დოლიძე.

ეს გზა უკან არ ბრუნდება….???? მივმართავ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს პრეზიდენტს…

Gepostet von Rusiko Dolidze am Samstag, 21. Dezember 2019

 

თქვენი კომენტარი?