გარდაიცვალა თვითნასწავლი მხატვარი ელენე ლუხუტაშვილი

1908
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

91 წლის ასაკში გარდაიცვალა თვითნასწავლი მხატვარი, ელენე ლუხუტაშვილი. ფართო აუდიტორიამ ელენე ბებო 2016 წელს, ტელეკომპანია “ჯიდიესი”-ს სიუჟეტიდან გაიცნო. 

ელენე ლუხუტაშვილი მხატვრობით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, თუმცა სიღარიბის გამო, ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ ფანქრები ეყიდა, ამიტომ პატარა ელენემ შუშის ნამსხვრევებითა და კენჭებით დაიწყო ნამუშევრების შექმნა.

2016 წელს მისი პერსონალური გამოფენაც გაიმართა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მინიჭებული აქვს თელავის საპატიო მოქალაქის სტატუსი.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE