ვიცი, ჩემი აზრი ბევრს არ მოეწონება, და ალბათ მეც გამლანძღავთ – ლიზა ვადაჭკორია

614
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეწამყვან ლიზა ვადაჭკორიას პოზიცია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

“პირველი ჩემი რეაქცია მოზარდის სიკვდილზე იყო ტკივილი, აღშფოთება, რისხვა, უდიდესი ტრაგედიის განცდა. როგორ? ბავშვი დაიღუპა!!! ვინ აგებს პასუხს? გამიჩნდა სურვილი, მეც დამეწერა “ამ ცხოვრების დედაც”. რატომ არ დავწერე?

იმიტომ რომ შევედი მწვანე სკოლის გვერდზე და იქ წავიკითხე: “თქვენ ამოწყდით… წყეულნი იყავით… არ გაიხაროთ თქვენს ოჯახებში…მკვლელებო, მისი სიკვდილი თქვენს სინდისზეა…” და ასე შემდეგ.

და მაშინ დავფიქრდი, მე რას ვიზამდი სკოლის დირექტორის ადგილას, კედლებზე ვანდალიზმის კვალი რომ მენახა? წარწერები, აგრესიული და უხამსი შინაარსის?
ჩემს თავს გულწრფელად ვუპასუხე – პოლიციას გამოვიძახებდი.

დიახ, მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი, და თუ ვხედავ დანაშაულის ნიშნებს, სამართალდამცველებს მივმართავ. განა ეს არ გვინდა ყველას, ცივილურ და ევროპულ საქართველოში ცხოვრება?

მერე ისიც გამახსენდა, როგორ ერთხმად ვადანაშაულებდით 51 სკოლის დირექტორს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების სასტიკი მკვლელობის შემდეგ, რატომ არ ატეხა განგაში, თუ პრობლემა იყო, რას ელოდებოდა, რატომ არ იმოქმედა?!
მაშინ მეზობლებსაც ვაბულინგებდით, დროზე რომ გამოეძახათ პოლიცია, ტრაგედია არ მოხდებოდა!

ლუკას დაღუპვამ შემაძრწუნა. არც ვიცი, როგორ ვანუგეშო დედამისი? თუმცა ისიც ვიცი, თვითმკვლელობა მოზარდებში, არამყარი ფსიქიკის გამო, ხდება ხოლმე, და ამაში არც მშობლები და არც მასწავლებლები არიან დამნაშავეები… ყველა ერთანაირად მზად არ არის ამ ცხოვრებისათვის…ზოგი უძლებს დარტყმებს, ზოგი ვერა…

ძალიან ბევრი კითხვა მაქვს სამართალდამცველებთან, რომლებმაც არ გაითვალისწინეს მოზარდის მგრძნობიარე ფსიქიკა და აშკარა ნეგატიური ზეწოლა მოახდინეს…

კითხვები არის და იმედი მაქვს პასუხებსაც მივიღებთ…
კითხვა არ მაქვს სკოლის დირექტორთან… არ მიმაჩნია, რომ დანაშაული ჩაიდინა და ასე სასტიკად უნდა უსწორდებოდეს დღეს საზოგადოება… დარწმუნებული ვარ, ვერც წარმოიდგენდა, რომ ამ ამბავს ასეთი ტარგედია მოჰყვებოდა.

ვიცი, ჩემი აზრი ბევრს არ მოეწონება, და ალბათ მეც გამლანძღავთ და დამაბულინგებთ, როგორც ხდება ხოლმე, როცა შენი აზრი უმრავლესობის არ ემთხვევა….

P.S. ლუკას ოჯახს ჩემი თანაგრძნობა და ღრმა მწუხარება.” – წერს ლიზა ვადაჭკორია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE