ივანიშვილმა ამერიკელებს თუ არ დაუჯერა და ამერიკას არ დაჰყვა ნებსით, დედა აღარ ეყოლება – ირაკლი წერეთელი

504
წაკითხვა/ნახვა

ყოფილი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი სოციალურ ქსელში წერს:

“რა გამოშტერებული და საცოდავია ყველა ის, რომელიც მხოლოდ ერთის წინააღმდეგ იბრძვის, თან ის ერთი როცა ივანაშვილია და არა რუსეთი!რუსეთი გაცილებით მეტი და შეუდარებლად ძლიერია მარიონეტ და რენეგატ ივანაშვილზე, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის შემართება და გამბედაობა საქართველოში მხოლოდ ქაქუცა ჩოლოყაშვილს,მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას შეეძლო.საკუთარ თავზე შეგნებულად არ ვილაპარაკებ.

რა თქმა უნდა მათთან ერთად ბოლშევიკურ აგრესიას შერკინებულ სხვა ღირსეულ მამულიშვილებსაც ვგულისხმობ, რომელთა ყველას ჩამოთვლა მცირე მოცულობის ინტერნეტპოსტში შეუძლებელია,  ამერიკამ კი კეთილი ინებოს და სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ, დროის მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში გახსნას საქართველოში სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარაკეტო სამხედრო ბაზები! ზამთარმა გადაიაროს და გაზაფხულიდან ეროვნულებმა შევუტიოთ ხელისუფლებას. ივანოვ-შვილმა ამერიკელებს თუ არ დაუჯერა და ამერიკას არ დაყვა ნებსით დედა აღარ ეყოლება!”- წერს ირაკლი წერეთელი.

თქვენი კომენტარი?