წარმოვიდგინოთ  სიტუაცია, როდესაც ნაცები ან მისი მინი-პარტიები კვლავ ბრუნდებიან ხელისუფლებაში – ნუკრი შოშიაშვილი

663
წაკითხვა/ნახვა

ნუკრი შოშიაშვილი – ისტორიკოსი


წარმოვიდგინოთ  სიტუაცია, როდესაც ნაცები ან მისი მინი-პარტიები (ევრონაცები, გირჩი და სხვები) კვლავ ბრუნდებიან ხელისუფლებაში, ყველამ ხომ ვიცით რა რეპრესიები ელოდება ქართულ საზოგადოებას. იგივე შეცდომები რომ არ დაუშვან, რაც 2012 წელს დაუშვეს, უფრო მეტ და მკაცრ კონტროლზე გადავლენ.

როგორც 2003-2012 წლებში იყო, იმისთვის რომ საარსებო საშუალებები გქონდეს, მოგვიწევს მინიმუმ გავჩუმდეთ და აღარ ვილაპარაკოთ ხელისუფლებაზე არაფერი, თუ ვინმე მაინც გააგრძელებს ამას, ხან მოსმენებით, შეშინებით, სამსახურიდან გათავისუფებით დაიწყებენ და თუ ამანაც არ გაჭრა, მერე ჩვეულებრივი ძალადობა. ალბათ ჭკუას იხმარენ და ციხეში აღარ იქნება წამებები, ციხის გარეთ გადაიტანენ, მაგრამ ნუ, გაუპატიურებები, ჩაწერები, შანტაჟი კვლავ დარჩება.

კვლავ კარიერული წინსვლა პოლიტიკურ ლოიალობაზე იქნება დამოკიდებული. ეს ნეოკომკავშირელები, რომლებიც დღეს “თავისუფლებისთვის” იბრძვიან, დაგვხდებიან სისტემის ჭანჭიკები, კმარას ანალოგი. რეალურად ხომ ამაზე ოცნებობენ.

საგარეო პოლიტიკაში, პროვოკაციულ პოლიტიკას უფრო გააქტიურებებ, კლოუნადა და საქმის მაქსიმალური გაფუჭება იქნება მათი მთავარი სტრატეგია, რაც აქამდე ჰქონდათ, განმუხურის სპექტაკლები, რაც ყოველთვის 2008 წლით მთავრდება. ნუ მთელ სტრატეგიულ ობიექტების გასხვისება იმისთვის, რომ ეს ბოროტი კლოუნადა გაგრძელდეს, ჩვეულებრივ რამედ იქცევა.

ერთი სიტყვით, ნანახი ფილმივითაა, ის რაც მოხდება ამ ალტერნატიულ მომავალში, რომელიც არ დადგება იმიტომ რომ საზოგადოება გაზრდილია და იცის რა გამოწვევების წინაშე დადგება, ამ შემთხვევაში.

ერთი სიტყვით ვერ დავივიწყებთ 9 წელს და შესაბამისად არ გავამეორებთ 9 წელს. როდის აღარ იქნება 9 წელზე ლაპარაკის დრო? როდესახ 9 წლის რეჟიმის დაბრუნების შანსი იქნება 0-ს ქვემოთ.”

თქვენი კომენტარი?