საშობაო განათებით მორთული რუსთაველის ფოტოები დავდე, კომენტარების ნაწილი ისეთია, ვფიქრობ, რომ მართლა ცუდ დღეში ვართ

528
წაკითხვა/ნახვა

გოგა ჩანადირი – ფოტოგრაფი


“ფეისბუქის გვერდებზე საშობაო განათებით მორთული რუსთაველის ფოტოები დავდე. კომენტარების ნაწილი ისეთია, ვფიქრობ, რომ მართლა ცუდ დღეში ვართ.

მაპატიეთ, მაგრამ ფსევდოსიკეთე მგონია, როდესაც ადამიანები ამბობენ, მოდით, არ გავანათოთ თბილისი და დაზოგილი თანხით გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმაროთო.
ჩასაფრებული მგონია ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ დიდი თანხა დაჯდა განათება ან ზედმეტად ბევრი ანთია.

შეიძლება, საახალწლო თემად გალაქტიკა არ მოგწონდეს და ცთომილებია თუ პლანეტები, დაიწუნო, მაგრამ ამის გამო, გაილანძღო, უბრალოდ, სხვა, მავნებლური მოტივაცია გაქვს.

პირადად მე რუსთაველის გამზირის გალაქტიკური გადაწყვეტა მომეწონა, ისევე, როგორც თავის დროზე მომწონდა უგულავა-ნარმანიას დროს გაფორმებული რუსთაველი.

ჩვენ, როცა ტურისტები უნდა მოვიზიდოთ და თბილისს მსოფლიო მნიშვნელობის საშობაო ქალაქის სტატუსი მოვაპოვრბინოთ, დიახ, ქალაქი საუკეთესოდ უნდა გაფორმდეს. დიახ, ამაში ფული უნდა დაიხარჯოს, რადგან ბევრი ტურისტი და დადებითი სახელი უფრო მეტი ფულის შემომტანია. ასევე ქმნის მეტ სამუშაო ადგილს.
საახალწლო განათების ფულით გაჭირვებულებს დავეხმაროთო, რომ ამბობთ, იმაზე თუ გიფიქრიათ, ასე რამდენ ბავშვს წაართმევთ ახალ წელს?

გაჭირვებულ ბავშვებს, მოდი, ბიუროკრატიის შემცირებით დავეხმაროთ, ყოველთვე აღებული ხელფასის პროცენტით დავეხმაროთ, პირადი ზრუნვით დავეხმაროთ. აიყვანეთ პირად მფარველობაში თითო გაჭირვებული ბავშვი მაინც და ნუ იფიქრებთ სხვებისთვის ახალი წლის წართმევაზე.
წინასაახალწლოდ მაინც ნუ დაიბოღმებით, უარყოფითი განწყობით მაინც ნუ დათრგუნავთ საზოგადოებას.

გავიღიმოთ და დადებითი განწყობითა და იმედით შევხვდეთ მომავალ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი მართლა რთული, მძიმე და მტკივნეული იყო.”

თქვენი კომენტარი?