რაც არ უნდა დაუჯერებელი და აბსურდული იყოს, მწარე რეალობაა – ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე დაჭრის ფაქტზე საუბრობს

1250
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე სოფო ჩიკვილაძე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ფეისბუქში წერს:

“მოკლედ, თავს ვიკავებ, მაქსიმალურად ვცდილობ, არ ჩავერიო და აზრი არ გამოვთქვა ცოტნეს დაჭრის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ხანდახან ყელში მასხამს. ყველა ძმაკაცი როგორ ხართ და ოჯახის წევრი? ისიც არ იცით, რომ ერთ-ერთი დაკავებული არის თამარის ნათლია. რომ, ჰკითხო ყველამ ყველაფერი იცის და რეალობისგან ძალიან შორს ხართ.

რაც ნიუსებში იდება, ესაა სიმართლე. რაც არ უნდა დაუჯერებელი და აბსურდული იყოს, მწარე რეალობაა. კახას არ დაუჭრია, ამბობენ აშველებდაო. უბრალოდ, მე ორმაგად ვადანაშაულებ, რომ მიიმალა და მიატოვა, შეეშინდა და გაიქცა. მიატოვაა ნახევრად მკვდარი. მოკლედ, ისტორიაა ასეთი: კახას (ბავშვის ნათლიის) ძმის დაბადების დღე იყო. ცოტნეც იქ იყო.

შელაპარაკაკებით დაიწყო, ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა და ბოლოს მოხდა ეს საშინელება. ძალიან ბევრი ვერსიაა, მაგრამ რეალობაა ეს. ცოტნე გამოვიდა და ვინც იცნობს ახლოს, კარგად იცის რა ცუდი ენის პატრონია. შეაგინა, მერე მოუქნია ხელი. იმ ლაწირაკებმა არ გაუტარეს და კი იცით დანარჩენი”, – წერს სოფო ჩიკვილაძე.

თქვენი კომენტარი?