პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრ დავით ბერძენიშვილის მიერ, მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
“დავით და ლევან ბერძენიშვილები, იგივე ძმები სტუკაჩოვები არიან პოლიტიკური გვამები! რომლებიც გახრწნა ჯერ საბჭოთა КГБ-სადმი ერთგულებამ და ბოლოს, ჩარეცხა საგარეჯოს არჩევნების გაყალბებამ- ჯარისკაცების ხმების მოპარვამ! ახლა რესპუბლიკური პარტიის სამარიდან წამომდგარი ეს პოლიტიკური გვამები უმწეოდ იმეორებენ: “ინაშვილი, ინაშვილმა, ინაშვილს, ინაშვილით”… ისე, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში დავით ბერძენიშვილის კაბინეტი მაინც და მაინც მე შემხვდა. ესეც ბედის ირონიაა სტუკაჩოვისთვის. პოლიტიკური გვამები უფრო ვრცელ კომენტარს არ იმსახურებენ!” – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქში.
თქვენი კომენტარი?
ახალგაზრდები, რომლებმაც ნაც.მოძრაობის ოფისი დააზიანეს ბოდიშს იხდიან და ამბობენ, რომ მთვრალები...