ახლავე წაიშალოს ეს პოსტი, თორემ ისეთ კამპანიას ავტეხავ ჯერ რომ არც მოგლანდებიათ – მაკა რაზმაძე

874
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე ნაც.მოძრაობის მხარდამჭერ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ იმ ფოტოსთან დაკავშირებით წერს, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ფოტოა გამოქვეყნებული დამამცირებელ კონტექსტშია მოხსენიებული.

“ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს მივმართავ: არსებობს ფეისბუკზე გვერდი რომელიც თქვენი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერითაა დაკავებული და ქვია ” ქოცების დასაცინი ოფიციალური გვერდი” . არ ვიცი რა ნამდვილობა ამოიცნო ასეთი ფეისბუკმა რომ ე.წ. ტროლ-ბოტების წაშლის ცნობილი კამპანიის მერე ეს გვერდი გადარჩა და უფრო გაშმაგებით ამუშავდა.არავის უკვირს სამწუხაროდ ამ სივრცეში აღარც ლანძღვა და აღარც ზღვარგადასული შეურაცხყოფა მაგრამ ეს გვერდი ყველა ზღვარს გასცდა.

დაუდიათ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანის ფოტო და ზედ წაუწერიათ-“ახლა ეს ღამის ქოთანი გამოაგორესო”… მოგმართავთ ახლავე წაიშალოს ეს სამარცხვინო პოსტი თორემ ისეთ კამპანიას ავტეხავ ჯერ რომ არც მოგლანდებიათ!

ადამიანის უფლებები მხოლოდ საკუთარი გადასახედის ფარგლებში ვრცელდება?
მოვითხოვ მკაცრ რეაგირებას ამ სამარცხვინო საქციელზე. არ ვდებ შეგნებულად სქრინს და ველოდები რეაგირებას”- წერს მაკა რაზმაძე.

თქვენი კომენტარი?