ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს – ბიძინა ივანიშვილი

381
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავი მიულოცა.

„მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას, აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, თუნდაც, რამდენიმე წლის წინ . 42 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა.

უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას. ძალიან ხშირად, ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც, სწორედ, ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ.

დღესაც, მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი, თუ სულიერი ცხოვრება და ამას, ყველაფერს, სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია, თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ ყველა გამოწვევა გადავლახოთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თქვენი კომენტარი?