არჩევნები მოდის და ხელისუფლება კბილებს გვაჩვენებს – ინგა გრიგოლია

487
წაკითხვა/ნახვა

არჩევნები მოდის და ხელისუფლება კბილებს გვაჩვენებს”– განაცხადა tv პირველის გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ, რამდენიმე ტელეარხის ანგარიშებზე ინკასოს დადებასთან დაკავშირებით გაიმართა.

გრიგოლიას თქმით, ეს არის შტურმი თავისუფალ მედიაზე, რადგან იმ ტელევიზიებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები, ხელისუფლებამ დაგროვილი დავალიანების გამო არ დაადო ინკასო.

თქვენი კომენტარი?