თქვა თუ არა ფინანსთა მინისტრმა სიტყვა უტრაკო? – ნინო ჯანგირაშვილი

607
წაკითხვა/ნახვა

ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ადასტურებს, რომ ტელევიზიების ხელმძღვანელებთა შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სიტყვა “უტრაკო” იხმარა ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მისამართით.

“თქვა თუ არა ფინანსთა მინისტრმა სიტყვა უტრაკო? დიახ, თქვა. საერთოდ არ გავამახვილებდი ამაზე ყურადღებას და არც გამიმახვილებია, სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვიყავი კონცენტრირებული, რომ არა მისი სასაცილო უარყოფა და ინგა გრიგოლიას სიცრუეში დადანაშაულება.

კითხვაზე, რატომ არ თხოვდნენ მისი წინამორბედები იმედს და რუსთავს დავალიანების გადახდას, მან თქვა, რომ უტრაკოები იყვნენ და იმიტომ. დიახ, გვარი ბახტაძე არ უხსენებია მაგრამ ლოგიკურად გამოდის, რომ ბახტაძე იგულისხმა, რადგან ის იყო მისი წინამორბედი. ბოდიშისთ ბატონო ვანო. ძალიან სასაცილო ბრძანდებით როცა იტყუებით.”- წერს ნინო ჯანგირაშვილი.

თქვენი კომენტარი?