“შეწყალების წერილი მივწერე ბიბილოვს, თუმცა ბრალი არ მიღიარებია”- ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ გადავიდა არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი პაციენტის მოსანახულებლად წავიდა, თუმცა, მის ვინაობას ვერ გაამხელს უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
“მე საქართველოს საზღვარი არ დამირღვევია, მე ვიყავი საქართელოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე”- თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
თქვენი კომენტარი?
ვადამდელი არჩევნების გარდა არაფერი აღარ უშველის ამ ამბავს – დიანა ტრაპაიძე