ბონდო მძინარაშვილის პოსტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე

506
წაკითხვა/ნახვა

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრობს.

“გთხოვთ, მკაცრად ნუ განვსჯით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რადგან მის ქცევებს მაღალი ემოციური ფონი განაპირობებს. რაც შეეხება გმირობას, ისედაც და ბიბილოვის შეწყალების შემდეგ მითუმეტეს, იგი გმირი არ არის.

შეწყალებამდე ბატონი ვაჟას მიმართ ხალხის (მათ შორის, ჩემიც!) განსაკუთრებული დამოკიდებულება და შეფასებები გამოწვეული იყო მისი იმდროინდელი მდგომარეობით და მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციებით.

ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივი ადამიანები კი არც ამდენ ქებას და არც ამდენ განქიქებას არ იმსახურებენ. მართალი გითხრათ, რაც ვიცით, იმაზე მეტის ცოდნა არც გვჭირდება და არც სასურველია.

მთავარია, რომ ოჯახს დაუბრუნდა და იცხოვროს ახლა მშვიდად, როგორც ცხოვრობდა აქამდე. საგანგებოდ მივმართავ ჟურნალისტებს:

თავი დაანებეთ! შეეშვით! მითუმეტეს, რომ უკვე გამოგვაცხადა “საშიშროებად” და, როგორც ჩანს, ეს საშიშროება კარგად აქვს გაცნობიერებული.

თქვენ კი, ბატონო ვაჟა, სჯობს ტრავმირებულ პაციენტებს უმკურნალოთ, რადგან, თუ ასე გაგრძელდა, ეს “საშიშროება” ისეთ ტრავმას მოგაყენებთ, კოლეგებიც – “სულის ტრავმატოლოგებიც” – ვეღარ გიშველიან!” – წერს ბონდო მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?