მკვლელობა ქობულეთში (ვიდეო)

295
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მკვლელობა მოხდა ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში.  არჩევნებზე ხმა მისცემის შემდეგ მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით შემთხვევა არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან, მათივე გადმოცემით მას შემდეგ რაც მან საარჩევნო უბანი დატოვა ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა და შემთხვევაც იქ მოხდა. წინასწარი ცნობით გარდაცვლილის 4 ტყვია აქვს ნასროლი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობა უკავშირდება წლების წინანდელ კონფლიქტს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში, 1973 წელს დაბადებული მ. ც.-ს მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
ამ ეტაპზე ასევე დადგინა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.”– ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თქვენი კომენტარი?
IMG.GE