დღეს უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების დაფიქსირება – ირაკლი ღარიბაშვილი

313
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან და განაცხადა, რომ დღეს არის სიტუაცია, როდესაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რადგან ქვეყანაში არ არის მარტივი ვითარება.

“დღეს არის სიტუაცია, როდესაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან დღეს არ არის მარტივი ვითარება.  ის შედეგები, რაც ვიხილეთ პირველ ტურში ეს რა თქმა უნდა იყო მოულოდნელი, თუმცა მიზეზებზე დღეს საუბარი საჭირო არ არის.

დღეს უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების დაფიქსირება და უარი უნდა ეთქვას იმ რეჟიმს, რომელიც სათავეში იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE