მსგავსი, ხალხზე ორიენტირებული ბიუჯეტი არ გვქონია – დავით ჩიხელიძე

453
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი

“ახალი წლის დღეებში ტრადიციული სასაუბრო თემები, ახალ წელს და ქართულ სუფრას უკავშირდება. ის ცვლილებები კი რომელიც ქვეყანაში ამოქმედდა და ამოქმედდება უყურადღებოდ რჩება. როგორც წესი ახალი წელი სიახლეს და ახალ შესაძლებლობებს გულისხმობს, ქვეყნის 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სწორედ ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მსგავსი, ხალხზე ორიენტირებული ბიუჯეტი არ გვქონია, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ცვლილებები: 1-ლი იანვრიდან პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ასევე აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსიები 20 ლარის ოდენობით გაეზარდა. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობების პირებსა და 70 წელს ზემოთ პენსიონერებს 1 ივლისიდან 30 ლარის ოდენობის დანამატი ელოდება.

ასევე, 1-ლი იანვრიდან გაიზარდა თეატრებისა და მუზეუმების თანამშრომელთა(100 ლარი) სოფლის ექიმები და სასწრაფო დახმარების ექიმები.(100 ლარი) 1 ივლისიდან კი დაახლოებით 125 ლარით გაიზრდება პოლიციის, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა, ასევე მეხანძრე–მაშველების ხელფასები.

2020 წლის სექტემბრიდან 150 ლარით გაეზრდება ხელფასი უფროს მასწავლებლებს, წამყვან პედაგოგებსა და პედაგოგ–მენტორებს. 100 ლარით გაიზრდება სექტემბერში საბავშვო ბაღების აღმზრდელთა ხელფასები. დამეთანხმებით, რომ აღნიშნული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის სოციალურ ფონს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რადგან გაზდილი ხელფასები და პენსიები, ბაზარზე გამოსული ფულადი ნაკადის ზრდას ნიშნავს, რაც თავის მხრივ ეკონომიკის და მცირე ბიზნესისი სტიმულირებას გამოიწვევს.”

თქვენი კომენტარი?