მეგობარს სანდრა რულოვსი შეხვდა აეროპორტში, შეგიძლიათ მიულოცოთ სალომე ზურაბიშვილს – გიორგი ახვლედიანი

426
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოფსი ჰოლანდიაში, შვილთან ერთად გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი ავრცელებს.

“არ ვიცი ვთქვა და შევცვალო არჩევნების ბედი, თუ არ ვთქვა.. ყველაზე ნაღდი ეგზიტპოლი გავჩითე.  ცოტა ხნის წინ მეგობარმა დამირეკა, აეროპორტში სანდრა რულოვსი შეხვდა, თავისი შვილით, (ნიკა ქვია მგონი იმ ბავშვს) სტამბულის რეისს ელოდებოდნენ – ახლა უკვე ჰაერში იქნებიან!  მალე მიშა ჩაგვერთვება ოჯახით ჰოლანდიიდან მგონი, არჩევნების ბედი გადაწყვეტილია! შეგიძლიათ მიულოცოთ სალომე ზურაბიშვილს!”– წერს ახვლედიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE