მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო, არსად თავს არ დავზოგავ. თუ იქნება სხვა უფრო მაგარი, მებრძოლი კანდიდატი, მხარში დავუდგები, სანაცვლოდ არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
„მარტივი ბრძოლა არ გველის. ძალიან უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. კი, ჩვენ საარჩევნო ბრძოლაში შევდივართ. რაც შემეხება მე, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო. არსად თავს არ დავზოგავ. კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„არანაირი პოლიტიკური და თანამდებობრივი ამბიცია არ მაქვს. მერობის კანდიდატი ვინც არ უნდა იყოს, მასთან საათობით ვიჯდები და კვალიფიციურ ადამიანებთან ერთად დავუსაბუთებ, რომ ერთ წელიწადშია შესაძლებელი, თბილისში საცობები საერთოდ არ იყოს. ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ასევე განიხილება სხვა კანდიდატებიც. სხვა, უფრო მაგარი, უფრო მებრძოლი კანდიდატი თუ იქნება, ერთმნიშვნელოვნად დავუდგები მხარში. მხარში დგომის სანაცვლოდ არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

