რაც დღეს ირანში ხდება, საქართველოსთვის ასევე შესაძლებლობაა, ამერიკა-საქართველოს სამხედრო კავშირის გაღრმავებისთვის

4469
წაკითხვა/ნახვა

თამარ ჩერგოლეიშვილი – ჟურნალისტი


“საქართველო ამერიკის განსაკუთრებული ინტერესის სფეროში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მოექცა!

სწორედ 11 სექტემბრის შემდეგ დადგეს საქართველოს მიწაზე ფეხი ამერიკელმა სამხედროებმა 2002 წელს – ასე დაიწყო ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა “წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა”.

ამ ფაქტმა მაშინ პუტინის სამხედრო ინტერვენციას გადაგვარჩინა პანკისში. რაც დღეს ირანში ხდება საქართველოსთვის ასევე შესაძლებლობაა!

ნორმალური მთავრობა ისტორიის ამ მომენტს შესაძლებლობის ფანჯარად ჩათვლიდა და ამერიკა-საქართველოს სამხედრო კავშირის გაღრმავებისთვის გამოიყენებდა!

შევარდნაძემ 2001 წელს ეს შესაძლებლობა დაინახა და ნაბიჯიც სწორად გადადგა. უბრალოდ ის დემოკრატიული რეფორმები ვერ განახორციელა, რაც საქართველოს ამერიკის საიმედო პარტნიორად აქცევდა და კი ვიცით ყველამ, რაც მოხდა 2003 წელს.

ნორმალური მთავრობა ისტორიის ამ მომენტს შესაძლებლობის ფანჯარად ჩათვლიდა და ამერიკა-საქართველოს სამხედრო კავშირის გაღრმავებისთვის გამოიყენებდა”

თქვენი კომენტარი?