MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. ივანიშვილმა პარტიის ოფისში განცხადება “ქართული ოცნების” ლიდერებთან ერთად გააკეთა.

“შიდა კვლევა არ გახლავთ. უცხოელი კომპანია მოვიწვიეთ. შესატყვისი რეაქცია უნდა გავაკეთოთ. მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს. მთლიანად საზოგადობას. ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება. ამომრჩეველმა, საზოგადოებამ გააცნობიერა ძალა, რომ მის ხელშია ბერკეტები. რასაც დაგპირდით შევასრულებ. მაქსიმუმს გავაკეთებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

თქვენი კომენტარი?