22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გერმანიის ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავისი თავი – ირაკლი კობახიძე

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

გერმანიის ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავისი თავი და უფრო მეტიც, მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გერმანიის ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძისგან რეზიდენციის ქირაობას ეხებოდა.

“ვნახოთ, დაველოდოთ ინფორმაციას ფინანსებთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა ამ ხარჯების ანაზღაურება, გადასახადების გადახდა და ა.შ. ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო. როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთი ორად მძაფრდება. დანარჩენზე საზოგადოება თავად იმსჯელებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.