ნიკა გვარამიას გამოხმაურება ეგზიტპოლის შედეგებზე

345
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეგზიტპოლის შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“დიდებული, დიდებული  დასასრული მოიახლოვეთ მხოლოდ. “გამარჯვებული” კანდიდატი არჩევნების შემაჯამებელ ბრიფინგზეც კი არ გამოაჩინეს. იქაც ბიძინა გამოგვეცხადა 

ეგზიტპოლის კროსტაბულაციით, ლეიბორისტების, გირჩის და უსუფაშვილის ამომრჩეველმა ზურაბიშვილს მისცეს ხმა. ევროპულმა საქართველომ – მთლიანად გრიგოლ ვაშაძეს. ზემოხსენებული სამი პარტიის მიერ პირველ ტურში მიღებული ხმები ჯამში დაახლოვებით იმდენივეა, რამდენითაც იგებს ჯერჯერობით ზურაბიშვილი.

ყოჩაღ სამივე პარტიას. გილოცავთ ქოცობას. მოღალატე სალომე თქვენი პრეზიდენტია. პრაქტიკულად, თქვენი ღალატის და ბიძინას ფულების კომბინაციამ გადაწყვიტა პრეზიდენტად ქვეყნის მოღალატის არჩევა. კარგია, გამოჩნდა აბანოში თეთრი და შავი ტრაკი”– წერს გვარამია.

თქვენი კომენტარი?