ამ ყველაფრის შემდეგ დათო გომართელის იტალიაში გაგზავნა არის აპოკალიფსის ნიშანი და სირცხვილის მწვერვალი, სრულიად გულისამრევი მოვლენა

527
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, იტალიაში, საქართველოს საელჩოში, მრჩევლის თანამდებობაზე, მომღერალ დავით გომართელის დანიშვნას ეხმიანება.

“დაახლოებით ერთი წლის წინ უმაღლეს წრეებში განიხილებოდა “კავკასიური სახლის” ისლამური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ლობჟანიძის თეირანში დიპლომატად განმწესების საკითხი.

დოქტორი ლობჟანიძე საყოველთაოდ ცნობილი პოეტია. გარდა ამისა, შესრულებული აქვს ყურანის აკადემიური თარგმანი ქართულ ენაზე, თარგმნის სპარსულ პოეზიასა და არაბულ ლიტერატურას, არის თსუ-ს პროფესორი აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით, გაზრდილი ჰყავს ირანისტებისა და არაბისტების რამდენიმე თაობა. მუშაობდა და სწავლობდა თეირანში.

მინისტრ ზალკალიანს კი მისთვის გასაუბრებაზე უთქვამს “ჩვენ ქუჩიდან მოსულ ხალხს დიპ.სამსახურში ვერ მივიღებთო”. როგორი დიპლომატიური ფრაზაა ?!!! ყველაფერი ტელევიზიითა და პრესით რომ არ იყოს ნათქვამი, ხმას არ ამოვიღებდი.

ამ ყველაფრის შემდეგ დათო გომართელის იტალიაში გაგზავნა არის აპოკალიფსის ნიშანი და სირცხვილის მწვერვალი, სრულიად გულისამრევი მოვლენა.

თან გომართელს ძალიან მძიმე, ფატალური უპასუხისმგებლობით აღბეჭდილი წარსული აქვს და ეს სპეციალურმა სამსახურებმა უნდა იცოდნენ !!!!!!! კიდევ 2012 წელს ენმ-ს ჩვეულებრივი აგიტატორი იყო ჩვენს უბანში, აჩიკო გეგენავა მის სურათებს გვიფრიალებდა და ა.შ.

მოკლედ, სამარცხვინო კაცია. იტალიური კულტურა იცისო, დანტე კი არა ჯანი როდარი არ ექნება წაკითხული.”– წერს ლევან ლორთქიფანიძე ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?