ნაციონალების საშველი არ არის – ბატონებო სარზე გასმაც ხომ არ დავაბრუნოთ? – დავით ჩიხელიძე

663
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი


“პროგრესულმა” ოპოზიციამ დასასჯელი ადამიანების სია შეადგინა, რომელშიც მოსამართლეები, პროკურორები და სხვები შეიყვანეს. ჯერ სანქციებს დავუწესებთ, შემდეგ ჩვენ რომ მოვალთ დავსჯითო, (ჯერ სანქციები, შემდეგ ჩამოხრჩობა) ბატონებო სარზე გასმაც ხომ არ დავაბრუნოთ? დასჯის მშვენიერი მეთოდი არის.

მოკლედ, ნაციონალების საშველი არ არის, კვლავ წარსულით ცხოვრობენ, მათი დევიზიც ძველია ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში! ერთ რამედ ღირდა, ოპოზიციის ნახვა, თუ როგორი ჭკვინაური სახეებით ისხდნენ და სიას ადგენდნენ. რაც ყველაზე მთავარია მაგიდასთან სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომელებიც რამდენიმე წლის წინ ერთმანეთს სისხლის მსმელს და ქვეყნის მოღალატეებს ეძახდა, ესენი ხომ ჩვეულებრივი მედროვეები არიან, რომლებსაც არც პრინციპების და არც იდეის ერთგულება არ შეუძლიათ.

“ლელო”-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არაფერი პირადული, ასე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვიქცევით და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოსო, გეთანხმებით ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ სამართლიანობა გამოძიებამ უნდა აღადგინოს და არა თქვენ.

თან თუ დამნაშავეების დასჯა გინდათ და არაფერი არის პირადული, მაშინ სწორედ იმ ადამინების დასჯით დაიწყეთ, რომლებიც ერთმანეთს გაერთიანებულ ოპოზიციას უწოდებენ, რადგან წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ, მართლაც რომ დაუღლელად “შრომობდნენ”  უცნაური ხალხი ვართ,სადაც დასასჯელს დამსჯელად ქცევა უნდა!

თქვენი კომენტარი?