ნამდვილად გარდაიცვალა თუ არა მაიკლ ჯექსონი? – ვერსიები, რომელიც ეჭვებს აჩენს (ვიდეო)

582
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

2009 წლის 25 ივნისს, მსოფლიომ პოპის მეფე მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.  სიკვდილის გარემოებების ოფიციალური ვერსია ასეთია:

2009 წლის, 25 ივნისს, დილით,ექიმმა კონრად მიურეიმ, მაიკლ ჯექსონს გაუკეთა პროპოფოლის ინექცია და დატოვა იგი. დაახლოებით 2 საათში მიურეი დაბრუნდა პაციენტთან და მაიკლი იპოვა  საწოლზე დაღებული პირით და თვალებით. მან სცადა მისი  რეანიმირება მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 12:21 ტეხასის დროით, 911-ში დაფიქსირდა ზარი. სასწრაფო 3 წუთსა და 17 წამში ადგილზე იყო, ამ დროს კი მაიკლს უკვე გული გაჩერებული ჰქონდა და ექიმებმა გულის რეანიმაციის ჩატარება დაიწყეს.

14:26 მაიკლის სიკვდილის დროდ დააფიქსირეს. მისი დაკრძალვის შესახებ ბევრი საიდუმლო და ჭორი ვრცელდებოდა, საბოლოოდ იგი დაკრძალეს, 3 სექტემბერს ფორესტ-ლაუნის სასაფლაოზე. ლოს-ანჯელესის მთავრობა იძიებდა მაიკლ ჯექსონის მკვლელობას, მათ ჩათვალეს ექიმების მოქმედებები როგორც მკვლელობა, ამიტომ გამოძიება აღიძრა. 2011 წლის ნოემბერში, ექიმი კონრად მიურეი აღიარებული იქნა მაიკლის უნებლიე მკვლელად და მიესაჯა 4 წელი პატიმრობა და ჩამოერთვა ექიმის ლიცენზია.

ჯექსონის გარდაცვალების დღიდან უამრავი საეჭვო მოვლენა ბადებს კითხვას, ნამდვილდ გარდაიცვალა იგი, თუ არა. ამის შესახებ უამრავი ვიდეომასალა ვრცელდება, დღემდე ტარდება ჟურნალისტური გამოძიებები, იდება ვიდეოები, თითქოს მაიკლ ჯექსონს აფიქსირებენ ქუჩაში და ა.შ.

კიდევ ერთი და მთავარი გარემოება, რაც ეჭვებს აღძრავს არის ის, რომ არავის უნახავს მაიკლ ჯექსონი კუბოში ჩასვენებული, მეტიც, დაკრძალვაზე ვიდეოგადაღებაც კი აიკრძალა და მხოლოდ რამდენიმე მეტრის დაშორებით გადაღებული კადრები მოიპოვება საჯარო სივრცეში,

რთულია რამის დამტკიცება, თუმცა ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით ჯექსონის შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ მისი არანორმალური ცხოვრების სტილსა და ფანტაზიებს..

შემოგთავაზებთ  ვიდეოს, რომლის ავტორებიც ამბობენ, რომ მაიკლ ჯექსონი ცოცხალია და ამას არცთუ უსაფუძვლო არგუმენტებით გვიმტკიცებენ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE