აბა როგორ არის ახლა, “ოცნების“ მეხოტბეებო,( იმ 9 წლის დროს)თუ ვაპროტესტებდით სასტიკ მკვლელობებს, ახლა არ უნდა გააპროტესტოთ? – თაკო ჩარკვიანი

632
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “კანონი და სამართალი”-ს დამფუძნებელ თაკო ჩარკვიანის გამოხმაურება, სპეცრაზმელის მიერ,  24 წლის მურად წურწუმიას სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით.

“აბა როგორ არის ახლა, “ოცნების“ მეხოტბეებო, მაშინ ანუ( იმ 9 წლის დროს)თუ ვაპროტესტებდით სასტიკ მკვლელობებს (პოლიციის მიერ ჩადენილს) ახლა არ უნდა გააპროტესტოთ? ააა თუ ეწყინება “ ვინმეს” მამამარჩენალს შუშის სასახლეში. ისე, კარგად მახსოვს მაშინ, რამდენიმე ხანში პრეზიდენტი გადადგა. მაღალჩინოსნები როგორ არიან, სისტემაში სადისტები  რომ ჰყავთ, ან თავად სურთ, რომ ჰყავდეთ?!

8 წელია უკვე, რაც “ოცნება” მკვლელად იქცა, ვერანაირი მაშინდელი “9 წელი“და ამითი დამუნათება ამ ხელისუფლების მკვლელობებს ვერ “გააპრავებს”-ქალაქში მანიაკია.”- წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE