კლდეზე რქებით გაჭედილი ჯიხვი მაშველებმა გადაარჩინეს (ვიდეო)

589
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიჭაურის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველებმა გარეული ჯიხვი გადაარჩინეს. ცხოველი კლდეზე იყო ჩარჩენილი. ჯიხვი ხეზე რქით გაიჭედა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

ადგილზე დასახმარებლად იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შუახევის სამმართველოს თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა ჯიხვი უსაფრთხო ადგილას უვნებლად ჩამოიყვანეს და გაუშვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE