თუ ეკლესიაში ინცესტი, პედოფილია, ქრისტიანული წესებით მიუღებელი სექსუალური ურთიერთობები იყო, რატომ დუმდა დეკანოზი მამალაძე? – ლევან ლორთქიფანიძე

2236
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლევნ ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი


ჩემთვის სანდო ადამიანები საჯაროდ ამტკიცებენ, რომ მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მეც მეცოდება და ვფიქრობ, რომ თუ ციხიდან გამოშვება მას გადაარჩენს, სიკვდილისგან იხსნის, ის უნდა შეიწყალონ კიდეც. საქართველოში იმდენი ნაძირალა შეუწყალებიათ, ადრეც და ახლაც, რომ ერთით მეტი ავაზაკის ქუჩაში გამოშვებით ქვეყანა არ დაიქცევა.

საქართველოს საეკლესიო ჩინოსანთა უდიდესი უმრავლესობა ჩემზე, რიგითი ქრიატიანული ოჯახის უბრალო წევრზე ნაკლებად პატიოსანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად ამისა, სრულიად შეძრწუნებული ვარ მამალაძის ნათესავთა განცხადებებით:

თუ ეკლესიაში, ღმერთო მაპატიე და, ინცესტი, პედოფილია, ქრისტიანული წესებით მიუღებელი სექსუალური ურთიერთობები, მექრთამეობა, ქურდობა, მკვლელობები და სხვა ცოდვები იყო გამეფებული, დეკანოზი რაღატომ იბრძოდა აღნიშნული ორგანიზაციის სათავეში მოსახვედრად? რაღატომ დუმდა? რატომ გრძნობდა თავს მის წიაღში კომფორტულად? არ მითხრათ წლების განმავლობაში შიგნიდან აჯანსაღებდა სისტემასო.

ადამიანები, რომლებიც სისტემის ნაკლოვანებებზე საუბარს იერარქიიდან განდევნის, ჩამოლაბორანტებისა თუ ფეხის დაცდენის შემდეგ იწყებენ, უბრალოდ უიღბლოები არინ. ისინი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხების გამო ბოლომდე გაბოროტდებიან ხოლმე. ამ ბრძოლაში რომ მოეგოთ, სულ ფეხზე დაიკიდებდნენ ყველა მხილებულ ცოდვას და მშვიდად გააგრძელებდნენ იღლიამდე ტალახში ამოგანგლულნი პრივილეგიებით სარგებლობას.

მოკლედ, ყველგან სიბინძურეა, ყველა მხარეს და ჩვენ მათ შორის არჩევანის გაკეთებას გვაიძულებენ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE