რამდენიმე დღის წინ ნათქვამი გამართლდა – დავით ჩიხელიძე

486
წაკითხვა/ნახვა
_____________________________________ IMG.GE

დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი


ჩემ მიერ, რამდენიმე დღის წინ ნათქვამი გამართლდა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყოს, აღნიშნული გადაწყვეტილება გახლავთ, მძიმე მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი.

2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 2019-2020 წლებში ანაკლიის პორტს ოპერირება უნდა დაეწყო და პირველი გემები მიეღო, ჩვენ კი ისევ ჭაობს და კომპანიის მხრიდან მოჩვენებით სამუშაობს ვხედავდით, ფაქტი არის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ ან არ შესრულდა. სახელწიფოს კი დასაკარგი დრო არ აქვს და ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდებოდა.

იმედია, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ახლა მაინც შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და სახელმწიფოს, შემდგომი გართულების გარეშე დაუბრუნებს, იმ მიწის ნაკვეთებს და სხვა სიკეთეებს(თუნდაც დოკუმენტაციას და ა.შ) რომელიც მათ სახელმწიფომ გადასცა.

საუბარი იმის შესახებ, რომ დღეს ანაკლიის პროექტი დასრულდა არალოგიკურია, პირიქით დღეს ანაკლიის პროექტი დაიწყო, რადგან მის მშენებლობას სწორედ ანაკლიის კონსორციუმი აჭიანურებდა, ხოლო სახელმწიფო, პროექტის გაგრძელებისთვის ყველაფერს აკეთებდა(სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულებით გათვალსიწნებული ყველა პირობა შესრულდა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული მილიონიბით ლარის პატიება) ღრმად მწამს, რომ ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ინვესტორის მოძიება მარტივი არ იქნება, რადგან მოკლევადიან პერიოდში ანაკლიის პორტი არარენტაბელურია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE