ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი ადამიანური შეცდომის გამო ჩამოაგდო

379
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის ხელისუფლების სახელით აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, თუმცა დასძინა, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

„სამწუხარო დღეა. ადამიანურმა შეცდომამ და ამასთანავე, ამერიკის ავანტიურიზმით გამოწვეულმა კრიზისმა მიგვიყვანა ტრაგედიამდე. ბოდიშს ვუხდით ჩვენს ხალხს, ყველა დაღუპულის ოჯახს, სხვა დაზარალებულ ქვეყნებს და გამოვხატავთ სამძიმარსა და სინანულს“. წერია ჯავად ზარიფის ტექსტში ტვიტერზე.

8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“  თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა,ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა.

პოსტის დედანი

 

https://twitter.com/JZarif/status/1215847283381755914

თქვენი კომენტარი?
IMG.GE