“ლეგენდების ტურნირი” – დინამო თბილისმა ლევერკუზენის ბაიერი 4:2 დაამარცხა

703
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დღეს “ლეგენდების ტურნირში “დინამო თბილისი” ლევერკუზენის “ბაიერს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად, დორტმუნდის “ბორუსია”, ლევერკუზენის “ბაიერი” და “შალკე 04” ასპარეზობს.

“11 იანვარს,  მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში კიდევ ერთი მატჩი გავმართეთ და ჩვენი გუნდი დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდა. მატჩი 3:2 დორტმუნდის “ბორუსიას” სასარგებლოდ დასრულდა.

მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან.

წელს “დინამო თბილისის” სახელით გამოვდივართ და ძალიან მიხარია, რომ გუნდის კაპიტანი ვარ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბებია წარმოდგენილი. 19 იანვარს უკვე ბათუმში გაიმართება ტურნირი ნაკრებების დონეზე, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.”– განაცხადა კახა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE