როგორც ჩანს, ფეიკ-ნიუსის ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

260
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

“ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინოს.
 
როგორც ჩანს, ფეიკ-ნიუსის ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს.”– ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE